საველე სამუშაოები

საველე სამუშაოები

ჰიდროდინამიკური ტესტები

ჰიდროდინამიკური ტესტებით მოწმდება ჰიდროდინამიკური პარამეტრები, რომლებიც საჭიროა წყლის რესურსის სიმრავლის განსაზღვრისათვის და გამოყენებული ტერიტორიის დახასიათებისათვის.

საზოგადოების ტექნიკური ბაზა იძლევა როგორც მცირე, ასევე დიდი რაოდენობის ჰიდროდინამიკური ტესტის შეფასებისა და განხორციელების საშუალებას

მიგრაციის ტესტები

მიგრაციის ტესტებით მოვიპოვებთ მონაცემებს, რომლებიც ახასიათებენ ჰიდროგეოლოგიური სტრუქტურის გამძლეობას დამაბინძურებელი ნივთიერებების ზემოქმედებასთან მიმართებაში.

ამ მიზნებისათვის, საზოგადოებამ შეიმუშავა სამეთვალყურეო ტესტების ტექნოლოგია, რომლის ფარგლებშიც გამოიყენება ჰიგიენურად მისაღები ტრეკერები.

ახალი ტექნოლოგია იძლევა საკვლევი ნივთიერებების შემოდინების მუდმივი მონიტორინგის საშუალებას ჭაბურღილში და ბუნებრივ გარემოში ანაცვლებს ნაკლებად კეთილგანწყობილ იზოტოპებს, რომლებიც გამოყენებულია სხვა ფირმების მიერ.

გამძლეობის ტესტები

ჩვენ ვახორციელებთ საძირკვლის ნიადაგის გამძლეობის ტესტებს, ČSN 72 1006 ნორმის  მიხედვით - ნიადაგებისა და ფხვიერი მასალების დატკეპნის კონტროლი.

სიმკვრივის აღწერა

ქანების ან სხვა, მაგ. სტრუქტურული ელემენტების სიმყარის გასაზომად, საზოგადოების სპეციალისტები იყენებენ სპეციალურად შემუშავებულ აპარატურას.

ამ აპარატურით შესაძლებელია დაიტვირთოს ქანური მასივი ან სტრუქტურული ელემენტი ხაზოვანი ან პულსური წნევით, მაქსიმალურად 300 ბრ-მდე.

პულსის სიხშირე შესაძლებელია მუდმივად იცვლებოდეს მაქს. 15 ჰც-მდე.

ეს ტესტები ტარდება ლაბორატორიულ პირობებშიც მასალების ან ქანების  სპეციალურად მომზადებული ნიმუშებით.

საკომუნიკაციო ტესტები

საკომუნიკაციო ტესტებით მოწმდება ჰიდრავლიკური კავშირი, მაგ. წყლის რესურსსა და დაბინძურების წყაროს შორის.

ჩვენი სპეციალისტების მიერ გამოყენებული ტექნოლოგია გარემოსათვის არის სრულიად უსაფრთხო, არ ზრდის წყლის მარილიანობას და არც რადიაციულ ფონს.

გამოყენებულ ტექნოლოგიას შეუძლია დააფიქსიროს დაკვირვების ქვეშ მყოფი ნივთიერების შემოდინება ნაერთების კონცენტრაციებში.

ჭაბურღილების დათვალიერება კამერით

სპეციალური კამერული სისტემა გვაძლევს ჭაბურღილებისა და ჭების დათვალიერების შესაძლებლობას 7,2 სმ-დან 700 მ-მდე სიღრმეზე. კამერის წინა და გვერდითი კადრის კომბინაცია საშუალებას გვაძლევს დეტალურად დავათვალიეროთ ჭაბურღილში არსებული ჩვენთვის საინტერესო ადგილი. გთავაზობთ:

  • ჭაბურღილის აღჭურვილობის მდგომარეობის შემოწმებას,
  • პერფორაციის მდგომარეობის შემოწმებას,
  • ჭაბურღილის აღჭურვის ფაქტობრივ აღწერას,
  • ჭაბურღილის აღჭურვის დარღვევის ინსპექციას,
  • ჭაბურღილის გაუმტარობის მიზეზის გამოკვლევას,
  • ჭაბურღილის გასუფთავების ეფექტურობის ვიზუალურ კონტროლს,
  • ჭაბურღილის აღჭურვილობის გარეშე მყოფი ნაწილის დამატებით გეოლოგიურ კვლევას.

ფასის დაანგარიშება

ჩვენ ვახორციელებთ ფასის დაანგარიშებას ჭაბურღილის სპეციფიკური პარამეტრების გათვალისწინებითა და მომხმარებლის მოთხოვნების საფუძველზე.  ფასის დაანგარიშების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.

გაჟღენთვის ტესტები

გაჟღენთვის ტესტების განხორციელება და შეფასება საჭიროა სამშენებლო პროცესისასთვის.

საზოგადოების სპეციალისტებს აქვთ გაჟღენთვის ტესტების განხორციელებისა და შეფასების დიდი გამოცდილება.

სამშენებლო გეოლოგია და ჰიდროგეოლოგია

ვახორციელებთ სრულ გეოლოგიურ და ჰიდროგეოლოგიურ კვლევას.

შევიმუშავებთ ყველა ჰიდროგეოლოგიურ და გეოლოგიურ ბაზას სამშენებლო საქმიანობისთვის.

ჰიდროგეოლოგიურ ანგარიშებსა და დასკვნებს შეიმუშავებს ჩვენი პროფესიონალების გუნდი, რომლებიც კომპეტენტურები არიან ამ სფეროში.

ჩვენს გუნდში ასევე შედიან პრესტიჟული პროფესიული წოდების EurGeol-ის მფლობელები, რომელსაც ანიჭებს ევროპის გეოლოგთა ფედერაცია.