საზოგადოების შესახებ 

საზოგადოების ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ტექნიკური და ლაბორატორიული მომსახურების უზრუნველყოფა გეოლოგიური განხრის მქონე დარგებისათვის.

საზოგადოების შექმნა

საზოგადოება შ.პ.ს. WATRAD, spol.  16.2.1993 წელს რეგისტრირებულ იქნა ქ. ჰრადეც კრალოვე-ს რეგიონალური სასამართლოს სამეწარმეო რეესტრში, განყოფილება ც), დანართი 24868, როგორც საკონსულტაციო საზოგადოება, რომელიც დაკავებულია რადიოაქტიური ნარჩენების შენახვის საკითხით.

გაწეული მომსახურება

ამჟამად, საზოგადოების ძირითად საქმიანობას წარმოადგენს პროფესიონალური ტექნიკური და ლაბორატორიული მომსახურების უზრუნველყოფა გეოლოგიური განხრით. ძირითადად საუბარია ჰიდროგეოლოგიის, საინჟინრო გეოლოგიის, გეოქიმიისა და გეოთერმალური პოტენციალის სფეროებზე. განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს გეოლოგიურ და თერმოდინამიკურ საკითხებთან დაკავშირებული მათემატიკური მოდელების იმპლემენტაცია, შეფასება და ვიზუალიზაცია.

მეცნიერება და კვლევა

2010 წლიდან, საზოგადოებაში მომუშავე პროფესიონალები ჩართულნი არიან სამეცნიერო და კვლევით პროექტებში, რომლებიც დამტკიცებულია ჩეხეთის რესპუბლიკის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსა და ჩეხეთის რესპუბლიკის ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ.

ტექნიკური აღჭურვილობა

ლაბორატორიული და საველე სამუშაოების ტესტებისათვის საზოგადოება აღჭურვილია არა მხოლოდ კომერციული, არამედ ასევე საკუთარი წარმოების უახლესი ტექნიკით.  საზოგადოების მიერ წარმოებულია მაგ. ფლუორესცენციური ჩამწერი მოწყობილობა საკომუნიკაციო და სამეთვალყურეო ტესტებისათვის, მოწყობილობა, რომელიც ამოწმებს მასალების სიმკვრივის მახასიათებლებს კონტროლირებად 3D გარემოში და ა.შ.

განვითარების თანამშრომლობა

2014 წლიდან კომპანია მონაწილეობს ჩეხეთისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) განვითარების თანამშრომლობის პროექტებში. საქმიანობა ძირითადად მიმართულია საქართველოსკენ, სადაც დამოუკიდებლად ან პარტნიორებთან თანამშრომლობით ცდილობს გაუზიაროს და  გადაიტანოს გამოცდილება, განსაკუთრებით გარემოს დაცვის და უსაფრთხოების და გეოლოგიის სფეროში.