ჩვენს კომპანიას გააჩნია საკუთარი ლაბორატორიები, რომლებიც აღჭურვილია საჭირო ტექნოლოგიითა და აღჭურვილობით.
UV-VIS სპექტომეტრი Cintra 202
ინსტრუმენტს ვიყენებთ ქიმიური ნივთიერებების ხსნარების ანალიზისათვის, მათი ფერების ობიექტურ-ინსტრუმენტალური შედარების პრინციპზე დაყრდნობით (კოლორიმეტრია). ვიყენებთ მეთოდებს, რათა განვსაზღვროთ:
- ამონიუმის იონები
- ნიტრატები,
- ნიტრიტები,
- ორგანული ნივთიერებები,
- რამოდენიმე საბრძოლო მომწამლავი ნივთიერება
- ფლუორესცენტული ანალიზები.
ინსტრუმენტი ასევე გამოიყენება თხევადი ნიმუშების ანალიზისათვის, როგორებიცაა სასმელი, ზედაპირული და მიწისქვეშა წყლები, გამონაჟონი მყარი მასალებიდან ან საკვებიდან, ფერების ცვლილებების დასაფიქსირებლად ან მასალის ფერის დასადგენად და ა.შ.
ჰიდროდინამიკური პარამეტრების გაზომვა
საზოგადოების ლაბორატორია აღჭურვილია ისეთი სპეციალური აპარატურით, რომლის მეშვეობითაც საშუალება გვეძლევა გავზომოთ და შევაფასოთ არა მხოლოდ ჰიდროდინამიკური პარამეტრები, არამედ მიგრაციის პარამეტრებიც. ლაბორატორიული ტესტების ფარგლებში ხდება საველე პირობების სიმულირება. გთავაზობთ:
- ნიადაგის გამტარიანობის გაზომვას,
- ქანების ნიმუშების გამტარიანობის გაზომვას.
სიმყარის სპეციალური გაზომვა
ქანების ან სხვა, მაგ. სამშენებლო მასალის სიმყარის გასაზომად, საზოგადოების სპეციალისტები იყენებენ სპეციალურად შემუშავებულ აპარატურას.
მასალების ნიმუშები ექვემდებარებიან ხაზოვან და პულსურ წნევას, მაქსიმალურად 300 ბრ-მდე. პულსის სიხშირე შესაძლებელია მუდმივად იცვლებოდეს მაქს. 15 ჰც-მდე. სატესტო მასალა/ქანი მოთავსებულია სპეციალურ უჯრაში, რაც იძლევა წნევის დამოუკიდებელი ზეგავლენის საშუალებას ნიმუშების გარსზე. ამ მეთოდით შესაძლებელია გადავამოწმოთ ისეთი ქანების სიმყარე, რომლებიც გადატვირთულია. ეს ტესტები ასევე წარმატებით ხორციელდება in-situ-ს პირობებშიც.